weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რაჭაში ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა მინიმუმ უნდა გავასამმაგოთ – ბახტაძე

10:22 სამშაბათი, 28 აგვისტო 2018

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რაჭა ოთხსეზონიან კურორტად ვაქციოთ, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ამბროლაურში, სადაც ფუძეობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ამბროლაურში საოჯახო სასტუმროებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და მათი პოპულარიზაციისთვის მეტი გრანტი უნდა გაიცეს.

„დღეს დავათვალიერე რამდენიმე მათგანი. ძალიან დიდი მოთხოვნაა და ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი პერსპექტივები გვაქვს.

ჩვენი ამოცანა უნდა იყოს, რომ ამ კუთხეში მინიმუმ გავასამმაგოთ ტურისტების და ვიზიტორების რაოდენობა. შესაბამისად, მეტი გრანტია გასაცემი, რომ საოჯახო სასტუმროების მეტი პოპულარიზაცია მოვახდინოთ.

21 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, 18 მათგანი წელსვე დასრულდება, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, მეტი დინამიკა გვქონდეს სოფლის გზების მშენებლობისა და რეაბილიტაციის საქმეში. ამ თვალსაზრისითაც 2019 და 2020 წელი იქნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. ამავდროულად, ჩვენ ვაწარმოებთ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, ამბროლაურში შენდება რამდენიმე მოედანი. მსგავსი პროექტები საშუალებას მოგვცემს, ამბროლაური და რაჭა ოთხსეზონიან კურორტად ვაქციოთ. ეს არის დაახლოებით 10-15% იმ პოტენციალისა, რაც ამ ლამაზ კუთხეში გვაქვს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ბახტაძის თქმით, შემდეგი ეტაპი შოვის და სხვა მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტების რეაბილიტაცია-განვითარება იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]